11 და 12 ივნისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
"უსაფრთხოების მიზნით, 2024 წლის 11 და 12 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებით გადაადგილება შეჩერდება 15-20 წუთიანი ინტერვალით სავალი ნაწილის ორივე ზოლზე", - განმარტავს დეპარტამენტი.
მასალის გამოყენების პირობები