წუხანდელმა ქარმა და წვიმამ წალენჯიხის სოფელი მიქავა დააზარალა.
კერძოდ მიქავას ცენტრში, ღვარცოფის გამო, მდინარე ლაჩახვაზე არსებულ ხიდბოგირზე სავალი გზის მონაკვეთი ჩამოიშალა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
,,მთელი ღამის განმავლობაში იყო გადაუღებელი წვიმა, რიგ ადგილებში იყო ქარი, ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა მიქავას ცენტრში, ღვარცოფის გამო, მდინარე ლაჩახვაზე არსებული ხიდბოგირზე სავალი გზის მონაკვეთი ჩამოიშალა. სასწრაფოთ უნდა შევადგინოთ გეგმა და მოვიფიქროთ რა თანხით შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება ,არ არის პატარა მონაკვეთი, საკმაოდ საფრთხის შემცველია’’, - გვითხრა თამარ ბელქანიამ.
მისივე ინფორმაციით, გზის დაზიანებული ნაწილის შემოსაზღვრა საგზაო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები