ზუგდიდის მერია ჯიხაშკარის წყალმომარაგებისთვის 454 743 ლარის ტენდერს აცხადებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ჯიხაშკარში წყალმომარაგების ქსელის მოწყობისთვის 454 743 ლარი გამოყო.
სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, პროექტი, დაახლოებით, 55 ოჯახისთვის სასმელი წყლის ახალი სისტემის, 160 მეტრის სიღრმის ჭაბურღილისა და წყლის გადასანაწილებელი მილების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
"ხდება გზის ასფალტო-ბეტონის და სახლებთან მისასვლელი რკინაბეტონის მიერთებების გადაჭრა რიგ მონაკვეთებში, რაზედაც გათვალისწინებულია დაზიანებული რკინა-ბეტონის და ასფალტო-ბეტონის გზების აღდგენა. პროექტით რეზერვუართან მისასვლელი გზა მოეწყობა, რადგანაც ამ ეტაპზე საპროექტო რეზერვუარის ტერიტორიაზე მასალის მიტანა შეუძლებელია", - წერია დოკუმენტაციაში.
ტენდერში წინადადებების მიღება 14-დან 17 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები