ზუგდიდში აქცია სახელწოდებით "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ევროპული მომავლისთვის" 14 ივნისს, 17:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან გაიმართება.
"14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია შშმ პირების , სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
ე.წ. "რუსული კანონი" უდიდესი გამოწვევების წინაშე აყენებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების მანძილზე შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის მუშაობენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე, პოლიტიკის შექმნის დონეზე.
შშმ პირები ირჩევენ ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მომავალს, სადაც ყველა ადამიანისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები, განათლება, დასაქმება, სადაც ყველა ადამიანს თანაბრად შეეძლება თვითრეალიზაცია, სადაც ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იქნება დაცული", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ისინი შშმ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს, რომელზეც მათი თქმით, ხელისუფლებას ხალხის ხმას კიდევ ერთხელ გააგონებენ და "აგენტების" კანონის დამტკიცებას დაგმობენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა მას ვეტო 18 მაისს დაადო.
საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს
დაძლია. ქვეყანაში საპროტესტო აქციები ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ვერ შეეგუება ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას.
ამავე თემაზე:
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
გადაუხვია თუ არა ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან - ადგილობრივების პასუხები (ვიდეო)
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
მასალის გამოყენების პირობები