წალენჯიხაში, ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის აკლდამის გარშემო მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ასევე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული, ჩუქურთმით დამშვენებული, მარმარილოს დამტვრეული ქვა. ასევე გაკეთდა აკლდამის 3D სკანირება, რის საფუძველზეც შედგება ზუსტი არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაწმენდითი სამუშაოები სააგენტოს არქეოლოგებმა შეასრულეს, მეორე ეტაპის სამუშაოები კი ითვალისწინებს უშუალოდ დაზიანებული ნაწილების განახლებას და ქვის მთლიანობის აღდგენას.
მასალის გამოყენების პირობები