ახალი ამბები
სოხუმში „ვკუსნო ი ტოჩკას“ გენერალური დირექტორის განცხადება გააკრიტიკეს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული რესტორნების ქსელის „ვკუსნო ი ტოკას“ (გემრიელია და წერტილი) გენერალური დირექტორის ოლეგ პაროევის განცხადება გააკრიტიკა.

სოხუმში მიაჩნიათ, რომ პაროევმა „თავს პოლიტიკური ხასიათის განცხადებების გაკეთების უფლება მისცა“, როდესაც განაცხადა, რომ „აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად ითვლება“.

„აფხაზეთის რესპუბლიკა არის რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სუვერენული სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მოქმედი იურიდიული პირია კომპანია „ვკუსნო ი ტოჩკა“. ზემოაღნიშნული კომპანიის შესაძლო კომერციული და სამართლებრივი შეზღუდვები უცხო ქვეყნებში საქმიანობის წარმართვასთან დაკავშირებით, არ არის რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორის მისამართით არასწორი და უყურადღებო განცხადებების გაკეთების საფუძველი ან გამართლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„საგარეო“ უწყება „მტკიცედ ურჩევს“ პაროევს, მომავალში თავი აარიდოს „არასწორ პოლიტიკურ განცხადებებს აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის შესახებ“.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოხუმში სწრაფი კვების რუსული რესტორნების ქსელი „ვკუსნო ი ტოჩკა“ ("გემრიელია და წერტილი") არ გაიხსნება. ამის შესახებ კვების ობიექტების გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა განაცხადა. მან მიზეზად კი „რესპუბლიკის ტერიტორიული კუთვნილების საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტის რისკი“ დაასახელა.

„ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ აფხაზეთის ბაზარი და მივედით დასკვნამდე, რომ იქ არ გავხსნით. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი მხრივ, აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე ითვლება საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად და იქ ფუნქციონირებს McDonald's - ის ფრანშიზა და ჩვენ არ გვინდა კონფლიქტის შექმნა“, - აღნიშნა პაროევმა. მისივე თქმით, უფრო მომგებიანი და ადვილია ქსელური რესტორნის გახსნა „აფხაზეთის საზღვართან ახლოს“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში McDonald's - ის ნაცვლად გახსნილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელს "ვკუსნო - ი ტოჩკა" - ს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შესვლა სურს, ჯერ კიდევ 2022 წელს გავრცელდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.