სოხუმის ცენტრში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ პრესსამსახურის იუწყება, რომ ალხას ვოუბა 17 მაისიდან იძებნებოდა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 1 მაისს, ქალაქის სანაპიროზე, 46 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებული, ქვედა კიდურში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე
აღიძრა.
ამავე ცნობით, 4 ივნისს “ საგამოძიებო სამსახურის“ თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი სოხუმში დააკავეს. ის პატიმრობაში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები