გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივნისს, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16-17 ივნისს კი წვიმიანი ამინდი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზეა
მოსალოდნელი.
ზუგდიდსა და მარტვილში 15 ივნისს, დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა კი 35-დან 29 გრადუსამდე შემცირდება.
რაც შეეხება სანაპირო და მაღალმთიან რეგიონებს, სინოპტიკოსები ანაკლიასა და ფოთში დღისით +25, +27-ს, მესტიაში კი +20, +22 გრადუსს პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები