რეგიონი
რძესა და რძის პროდუქტებზე საქართველოს მასშტაბით 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშები აიღეს.

როგორს უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

"რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებსა და ასოციაციებთან. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, ყველის მწარმოებლებმა ბაზარზე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სააგენტოს მიერ დარგის გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯები და გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას დავალებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს, რძისა და რძის ნაწარმის კონტროლი გააძლიერა'', - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2020 წელს, რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით აღებულ 60 ნიმუშში დარღვევის მაჩვენებელმა შეადგინა 13%-ზე მეტი, ხოლო 2023 წელს აღებული 250 ნიმუშიდან დარღვევა 4,4%-ში გამოვლინდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.