7 მედალი მოიპოვეს ქართველმა კუდოისტებმა იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დიდებს შორის ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი ზუგდიდელი ლევან დარასელია.
ფედერაციის ცნობით, დიდებში ბრინჯაოს მედალი მეორედ ზუგდიდელმა რომეო გაბლაიამ მოიპოვა.
,,პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი გოგო ევროპის ჩემპიონი გახდა, 17 წლის მარიამ ნანავამ დიდებს შორის მოიპოვა ოქროს მედალი. 19 წლამდელთა შორის მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი ვასილ დვალაძე, ამავე ასაკში ევროპირველობაზე მეორე ოქრო მოიპოვა საბა მაქაცარიამ. დღეს რომში ასევე ჩემპიონობა იზეიმა ლუკა ნასარიძემ, ლუკამ ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა, ამბროლაურელი კუდოისტი ევროპის ვიცე-ჩემპიონი 2022 წელს გახდა’’, - აღნიშნულია ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე.
საქართველოს კუდოს ფედერაციაში განმარტავენ, რომ საქართველოს დელეგაციას ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები