ზუგდიდის საპატიო მოქალაქისა და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა დასაჯილდოებლად 10 სიმბოლური გასაღებისა და საპატიო წოდების აღმნიშვნელი 10 მედლის შესასყიდად მუნიციპალიტეტის
მერიამ 6 650 ლარი გამოყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მისი დამზადება და მიწოდება.
ტენდერში წინადადებები 19-დან 21 ივნისის ჩათვლით მიიღება.
ზუგდიდში საპატიო მოქალაქეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში საპატიო მოქალაქეებისა და საპატიო ზუგდიდელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
ზუგდიდის საპატიო მოქალაქეებს შორის მეუფე გერასიმეცაა - ვინ გახდა საპატიო ზუგდიდელი
დეკანოზი ფრიდონ ასათიანი, თენგიზ ცერცვაძე, ბონდო ჯიქია - ვინ გახდა 2020-2021 წლების საპატიო ზუგდიდელი
დავით ქირია, ზური კუპრეიშვილი, მარინე წულეისკირი და რეზო ჩხეიძე საპატიო ზუგდიდელები გახდნენ (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები