გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციასთან ერთად, მარტვილის სოფელ ინჩხურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. შესაბამისი
ინფორმაცია უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
"მოქალაქემ მიწის ნაკვეთზე არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დაამონტაჟა. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 6 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი)", - განმარტავს დეპარტამენტი.
მათივე ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები