რეგიონი
ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად - პეტრე ცისკარიშვილი
ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად. 

დღეს გამრთულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე, სადაც მიწვეულები იყვნენ არაპარტიული სტუმრები, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ნოვოროსიისკის პორტი თავისი ე.წ. ცენტრალური ჰაბის დანიშნულებით ვეღარ ერევა იმ ტვირთებს, რომელიც შემოდის აღმოსავლეთ სანაპიროზე შავ ზღვაში და რუსეთის პორტებში ნაწილდება შემდეგ ნოვოროსიისკიდან.

,,დაახლოებით 12 პორტია რუსეთში, რომელიც სანქცირებულია. ნოვოროსიისკის და ანაკლიის პორტი უნდათ იმისათვის, რომ ემსახუროს ნოვოროსიისკს, როგორც მისი დამატებითი ფილიალი, რომელიც გადაანაწილებს ტვირთებს რუსეთის იმ 12 პორტში, რომელიც არის სანქცირებული და რომელიც ვერ იღებს დიდი ზომის გემებს.

ამის გარდა, ეს აღნიშნული პორტი დიდწილად, დაახლოებით 70 პროცენტის ოდენობით ემსახურება თხევად ტვირთებს, აქედან გამომდინარე მშრალი ტვირთების გადაზიდვაზე ნოვოროსიისკის პორტს სჭირდება დამატებითი სიმძლავრეები და შემოიყვანეს ანაკლიის პორტი. აქ იკვრება სამკუთხედი, ერთი მხრივ, არის ივანიშვილი თავის ბიზნეს კომერციული ინტერესებით, მეორე მხარეს ჩაჯდა ჩინეთი და მესამე არის მოსკოვი, ამ სამკუთხედში უნდათ, რომ იმოძრაონ თავისი ბიზნეს კომერციული ინტერესებით და პოლიტიკური ზონაც ზუსტად ამ სამკუთხედში შემოიფარგლოს. დასავლეთთან, აშშ-სთან, შავი ზღვის უსაფრთხოების აქტთან ამ პროექტს არანაირი საერთო არ აქვს, მიუხედავად ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებისა. დააკვირდით, რომ 49 პროცენტი ავანსად მისცეს ჩინურ მხარეს, ამ 49 პროცენტის სანაცვლოდ მათ მოაქვთ ფული, მათ პირიქით, ფული უნდა გადავუხადოთ, საკონტრაქტო თანხები, რათა სამშენებლო სამუშაოები განახორციელონ. რა ტიპის ხელშეკრულება იდება არ არის გამჭვირვალე, ესეც არავისთვის არის ცნობილი. 51 პროცენტს რომ იტოვებს საქართველო ამ მომენტისთვის, შემდგომი თვეების, ან 1-2 წლის განმავლობაში, თუ ესენი ხელისუფლებაში დარჩებიან, რამდენი პროცენტის გასხვისება მოუწევთ იმისათვის, რომ რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციაზე გავიდეს ან იმ თანხაზე, რაც სჭირდება ანაკლიის პროექტს დასასრულებლად, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. დიდი ალბათობა არის იმისა, რომ შემოვლენ ივანიშვილის ოფშორული კომპანიები, რუსული ფირმები და ამ 51 პროცენტიდან, რაც დღეს საქართველოს ეკუთვნის, აითვისებენ 10-15-20 პროცენტს. საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იქნება გადაწყვეტილების მიმღები ანაკლიის პორტში“,- განმარტა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.