23 ივნისამდე სამეგრელო-ზემო სვანეთში ცვალებადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 23 ივნისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ზუგდიდსა და მარტვილში მცირე წვიმა და ელჭექი იქნება.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ის დღისით +28, +30 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსები ანაკლიასა და ფოთში +25, +27, მესტიაში კი +26, +28 გრადუსს პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები