მუხურის თაფლის-ლეუკუნეს ჯარების ბიომეურნეობა ბიო-სერტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე ფოტოგრაფი რომან თოლორდავა ავრცელებს.
მისი თქმით, მუხურის თაფლი აკმაყოფილებს ასი პროცენით ნატურალური, სუფთა ბიო პროდუქციის სტანდარტს და ღირსეულ ადგილს იკავებს მსგავს პროდუქტებს შორის მსოფლიოში.
,,ჩემო ძვირფასო მეგობრებო მინდა ფრიად სასიამოვნო სიახლე გაუწყოთ - მუხურის თაფლის-ლეუკუნეს ჯარების ბიომეურნეობა ბიო-სერთიფიცირებულია. ის სრულად აკმაყოფილებს: ასი პროცენით ნატურალური, სუფთა ბიო პროდუქციის სტანდარტს და ღირსეულ ადგილს იკავებს მსგავს პროდუქტებს შორის მსოფლიოში. ინსპექტირების შედეგბს თან დაერთო გერმანული ლაბორატორიის მიერ შესრულებული, ჯარებიდან ამოღებული ფიჭის ნიმუშების კვლევა, სადაც დაბინძურების მაჩვენებლის ნორმად ითვლება კოეფიციენტი 0,2-5 მდე. ლეუკუნეს ჯარების ნიმუშმა კი ნულოვანი დაბინძურება აჩვენა’’, - წერს ის ფეისბუქის პირად გვერდზე და თან სერთიფიცირების დამადასტურებელ ფოტოებს ურთავს.
როგორც რომან თოლორდავა განმარტავს, ბიოსერტიფიცირების ორწლიანი შრომატევადი პროცესი წარმატებით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები