წალენჯიხაში ძლიერი წვიმის შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხის რამდენიმე უბანში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიქიამ ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს.
მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები