აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ს გუდაუთის რაიონული განყოფილების თანამშრომლები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ 30 წლამდე მამაკაცის დაჭრის ფატქზე.
ამავე ცნობით, შემთხვევა ახალ ათონში, 23 ივნისს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში მიყენებული ჭრილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.
მომხდარის გარემოებები და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია
„ფსოუს“ ე.წ. საგუშაგო ზონაში სროლის შესახებ. შედეგად, მოკლულია ერთი, დაჭრილია სამი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები