სალონიკიში გამართულ U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ზუგდიდელი სპორტსმენი ირაკლი ვეკუა 3 ოქროს მედლით ევროპის ჩემპიონი გახდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის ცნობით, კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ წარმატებით იასპარეზა.
,,ირაკლი ვეკუამ ბრწყინვალედ იასპარეზა, ძალოსანმა ატაცში 145 / 150 / 152 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ვეკუამ კიდევ ერთი ოქროს მედალი აკვრაში დაძლეული 185 / 191 კილოგრამით მოიპოვა, მან ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით მკერდი მესამე ოქროს მედლით დაიმშვენა’’, - აღნიშნულია ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე.
U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
ცნობისთვის, ირაკლი 9 წელია, რაც აქტიურადაა სპორტის ამ სახეობით
დაკავებული,
მასალის გამოყენების პირობები