აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფელ გაგიდაში ზუგდიდელი 17 წლის მოზარდი ზღვაში გუშინ საღამოს დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" გაგიდაში მცხოვრებმა პირმა დაუდასტურა.
"ის ინგირელი იყო. სკოლა წელს დაასრულა და როგორც ვიცი, ბებიას სტუმრობდა. წინა დღეს წვიმიანი ამინდი იყო, თან ზღვის ის ნაწილი მდინარესთან შენაერთია და ამიტომ ზღვა უჩვეულოდ ადიდებულა. მოზარდისთვის ტალღებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო", - ამბობს ის.
რესპონდენტის ინფორმაციით, ცხედარი სოფელ გაგიდის პროზექტურაში რამდენიმე საათი იყო და ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები