17 წლის ლუკა ქირია, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფელ გაგიდაში, ზღვაში დაიხრჩო, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადმოასვენეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" დაღუპულის ახლობელმა უთხრა.
მისი ინფორმაციით, დაღუპულის ოჯახი სოფელ ინგირში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, 17 წლის ბიჭი 23 ივნისს გალის რაიონის სოფელ გაგიდაში, შავ ზღვაში შევიდა და ადიდებული ტალღების გამო, ნაპირისკენ გამოცურვა ვერ
მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები