"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ფოთში პარტიის რეგიონული ოფისი დაარბიეს, ჩამტვრეულია ფანჯრების მინა და
დაზიანებულია შენობის ფასადი. ამის შესახებ ინფორმაცია ფოთში ენმ-ის საკრებულოს თავმჯდომარემ ანიტა ჯოჯუამ გაავრცელა.
"ასე იქცევა მხდალი და შეშინებული ხელისუფლება, რომლისთვის ძალადობა, დარბევა და ვანდალიზმი პოლიტიკური დღის წესრიგია, რაც წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში და გვაგონებს რუსულ ხელწერას. ვერავინ ვერასდროს ვერ დაგვაშინებს მსგავსი ქმედებით", - წერს სოციალურ ქსელში ჯოჯუა.
პარტიის ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები