მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფლებში, უხვმა ნალექმა და ადიდებულმა ღელეებმა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა. დაზიანებულია შიდა გზები და სანიაღვრე არხები, ჩამოწვა
მეწყერიც. ამის შესახებ ინფორმაცია მარტვილის მერიამ გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მდგომარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია ეცნობოდნენ.
"მდინარეების ადიდების შედეგად, წაღებულია ხიდები, ბოგირები, დატბორილია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ძირითადად პირველი სართულები. ადგილზე სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები გავიდნენ. მიმდინარეობს პროცესის გაცნობა, ზარალს კი დამთვლელი კომისია დაითვლის, - ამბობს თორნიკე ჯანაშია, მარტვილის მერი.
მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები