Google - მა Translate ფუნქცია მნიშვნელოვნად გააფართოვა და 110 ახალი ენა დაამატა, მათ შორის, აფხაზური, ოსური, ავარიული და ჩეჩნური, ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.
ამავე ცნობით, უახლოეს დღეებში ეს ახალი ენები ხელმისაწვდომი იქნება translate.google.com-ზე და Google Translate აპებში, რაც სერვისის ისტორიაში ყველაზე დიდ გაფართოებას გულისხმობს.
"ეს განახლება არის Google-ის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გადალახოს ენობრივი ბარიერები და უზრუნველყოს თარგმანის ინსტრუმენტებზე წვდომა მთელს მსოფლიოში მეტი ადამიანისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
2022 წელს Google-მა დაამატა 24 ახალი ენა Zero-Shot Machine Translation-ის გამოყენებით. გარდა ამისა, კომპანიამ წამოიწყო ინიციატივა „1000 ენა“, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენების მხარდაჭერას.
მასალის გამოყენების პირობები