ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ცნობით, 29-30 ივნისს (შაბათი-კვირა), სამგზავრო ავტობუსები 8 მიმართულებით რეისებს ვერ შეასრულებენ.
ისინი განმარტავენ, რომ მიზეზი ტრანსპორტების ტექნიკური სამუშაოებია.
აღნიშნულ დღეებში მუნიციპალური ავტობუსები არ იმუშავებენ შემდეგი მიმართულებით:
N7 (ხორავას ქ-ლაზის ქ)
N8 (ჯუმი-ოფაჩხაფუ)
N9 (რუხი-ენგურის ხიდი)
N10 (ახალაბასთუმანი)
N11 (ინგირი)
N23 (ცაიში-ცაცხვი)
N29 (ახალსოფელი)
N33 (ნარაზენი-საპერტიო)
მათ ფეისბუქ გვერდზე ასევე მითითებულია, რომ 1 ივლისიდან ყველა მიმართულებით მოძრაობა სრულად აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები