რეგიონი
წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი ,,გრანელი’’ მიმდინარეობს (ფოტო)
წალენჯიხაში, არტმეურნეობის პარკში, რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი ,,გრანელი’’ საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
ორდღიან ღონისძიებაში ცნობილი ავტორები მონაწილეობენ, მათ შორის არის რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი, ირაკლი კაკაბაძე და ა.შ.

ფესტივალის სტუმრებს და მონაწილეებს მიმართა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ

,,ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე მესამე წელია წალენჯიხაში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ენთუზიაზმით ტარდება და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გამომცემლებს, მკითხველებს და ყველა ვინც ამ ფესტივალს გგულშემატკივრობ, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიება განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. წალენჯიხა უკვე ნამდვილად არის საქართველოს საინფორმაციო ველზე ,,ტოპ ნიუსებში'' პირველ ათეულში არის სხვადასხვა კუთხით წარმოჩენილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ საქმისთვის, რომელსაც სულ რაღაც, რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს საოკუპაციო ხაზით და ეს პროგრამები გაგრძელდება’’, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სიტყვით მიმართვისას, ლიტერატურული პროგრამის კურატორმა თეონა დოლენჯაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამა მრავალფეროვანია და აქ წარმოდგენილი წიგნები პასუხობენ სწრაფვას ევროპისკენ.

,,ამ პროგრამაში ვეცადეთ, რომ გაერთიანებულიყო ის ბრძოლის ისტორია, რომელიც საქართველოს არა მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში აქვს, არამედ თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია, ალბათ დაფუძნებიდან დღემდე და ამავე დროს ის ევროპული და ეროვნული ღირებულებები, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ეს წიგნი ,,ირიბად'' თუ ,,პირდაპირ'' პასუხობს ჩვენს მისწრაფებებს, ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ, თუნდაც იმას, რაც დღეს ხდება ამასაც ეხმაურება. ეს არის ლიტერატურული დღესასწაული, ვფიქრობ დღეს ჩვენ გვექნება ერთგვარი თავისუფლების დღესასწაული, იმიტომ რომ ჩვენ ქართველ ავტორებს ამ რეჟიმის პირობებში ძალიან მოგვაკლდა ასეთი ფესტივალები და დიდი მადლობა ყველას’’, - მიმართა დამსწრეებს თეონა დოლენჯაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში ჩატარდება წიგნების გამოფენა - გაყიდვა, გაიმართება წიგნის პრეზენტაციები, მათ შორის, შეხვედრები თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.

დღეს ფესტივალზე გრანელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდებიან. ლიტერატურული ფესტივალი ხვალ, 30 ივნისს დასრულდება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფესტივალი ხორციელდება „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით.

ცნობისთვის წალენჯიხაში სამდღიანი ლიტერატურული ფესტივალი პირველად 2022 წელს გაიმართა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.