სლოვაკეთში, ახალგაზრდებს შორის კანოეს ევროპის ჩემპიონატზე ფოთელმა ნიჩბოსანმა გია გაბედავამ წარმატებით იასპარეზა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
ინფორმაციას საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია
ავრცელებს.მათივე ცნობით, სპორტსმენმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,980 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კანოეს ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთში 28- 30 ივნისს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები