ივნისში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოვლინდა - გზდ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2024 წლის 1-დან 30 ივნისის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ტყის უკანონოდ სარგებლობის 9 შემთხვევა გამოვლინდა.
მათი განმარტებით, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ამავე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, გასულ თვეს შესაბამისი გარემოსდაცვითი კანონი 156-ჯერ დაირღვა. მათ შორის, 119 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 37 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჯამში ამოღებულია 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
მასალის გამოყენების პირობები