5 ივლისს ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში 5 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს. სინოპტიკოსების ცნობით, 6 ივლისს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, 4 ივლისს ანაკლიასა და ფოთში უნალექო ამინდის ფონზე ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება. 5 და 6 ივლისს კი +27, +29 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.
სააგენტოს განმარტებით, მესტიაში 4 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, 5 და 6 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები