დუშეთში მიმდინარე ჩემპიონატზე U20 ზუგდიდელმა ძალოსანმა გოგა ჯაჯვანმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ძალოსანთა ფედერაცია ავრცელებს.
გოგა ჯაჯვანმა ატაცში 155, ხოლო აკვრაში 181 კგ დაძლია და ორჭიდში მოგროვილი 336 კილოგრამით საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
გამარჯვებული პრიზიორი 89 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები