ახალი ამბები
წალენჯიხაში მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარს მეხი დაეცა, დაზიანებულია მისი გუმბათი და ფრესკები
3 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა, და ელჭექმა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებთან და საცხოვრებელ სახლებთან ერთად, დააზიანა მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი. მეხი დაეცა მის გუმბათს. ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ გაავრცელა.

"ნაკიფუს მხარეს, საითაც ტაძარი დგას, მოსახლეობა სერიოზულად დაზარალდა. სახლებს სახურავი ახადა და კედლის გარეშე დატოვა ერთი სახლი, მოსავალიც მთლიანად გაანადგურა. ამის პარალელურად, ქარბორბალამ და მეხის დაცემამ დააზიანა მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი. დაზიანებულია გუმბათის საყრდენი ყელი, ის მარცხნივ არის გადახრილი და გაჩხირულია ორი დიდი ქვა. გარდა ამისა, ტაძრის კედლიდან ჩამოშლილია ფრესკებიც", - ეუბნება ბელქანია რადიო "ათინათს".

მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც რესპონდენტი ამბობს, მერიამ დაუყოვნებლივ შესთავაზა ეკლესიას დახმარება, მრევლისა და ტაძარში მომსახურეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო.

"შესაძლებელია, ის ქვები ჩამოვარდეს და ფატალური შედეგიც დადგეს. უკვე შევატყობინეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. მათ თქვეს, რომ ხელი არ უნდა ვახლოთ დაზიანებულ ნაწილს, რადგან ტაძარი იუნესკოს დაცვის ქვეშაა. რამდენიმე საათში ადგილზე ჩამოვა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაათვალიერებს, შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ", - განმარტავს ის.

შეგახსენებთ, წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ რამდენიმე სოფელი 3 ივლისს დააზარალა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ეზოები დატბორა ნაკიფუში, მიქავასა და ლეჯოლოხეში.


ფოტო: თამარ ბელქანიას ფეისბუქ გვერდი


ამავე თემაზე:

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.