წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს.
როგორც ცნობილია, მოზარდს ჭრილობები მსუბუქი ფორმით ჰქონდა მიყენებული, თუმცა საჭირო გახდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რადიო ,,ათინათს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები