შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გამოცდები ინგლისური ენით გრძელდება. ის კვლავ ორ
სესიად წარიმართება.
ზუგდიდში გამოცდების პირველ სესიაზე 357 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცხადდა 326. გამოცდას არ ესწრება 31.
naec-ში განმარტეს, რომ რეგისტრირებულები ადგილზე მითითებულ დროს მივიდნენ და პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება.
ცენტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, დღევანდელ გამოცდებზე სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. ისინი მოუწოდებენ რეგისტრირებულებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები