რეგიონი
ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-მა სანქცირებული რუსული კომპანია ”KAMAZ“-ის მანქანა შეიძინა, გადახდილია 64 35 ლარი - ფლანგვის დეტექტორი
ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრმა რუსული სანქცირებული კომპანია „კამაზის“ თვითმცლელი სატვირთო მანქანა შეისყიდა და ამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64, 350 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოაქვეყნა.

მათი განმარტებით, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა, შპს „დათომ“ და ფიზიკურმა პირმა ალექსი გელაშვილმა მიიღო. ხელშეკრულება კი ალექსი გელაშვილთან გაფორმდა, რომელმაც უფრო დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს.

„საინტერესოა ხელშეკრულების დეტალები, რომელიც ეჭვს ბადებს, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს არ სურდა ხელშეკრულებაში თვითმცლელი ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის მითითება.

როგორც წესი, ხელშეკრულების გაფორმებისას, მიმწოდებლის მიერ ხდება მანქანის ფირმისა და მწარმოებელი ქვეყნის მითითება, თუმცა ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში ეს დეტალები არ იქნა წარმოდგენილი.

დამატებით ინფორმაციას თვითმცლელი მანქანის შესახებ მხოლოდ სახ. შესყიდვის ვებ-გვერდზე ვხდებით, რა დროსაც შესყიდვების სააგენტოს მიერ ვებ-გვერდზე ხდება კლასიფიკატორის გამოქვეყნება – რაც გულისხმობს შესყიდვის საგნის მწარმოებლის და მოდელის მითითებას. რუსეთის ფედერაცია, კომპანია კამაზი, ვკითხულობთ აღნიშნული სახ. შესყიდვის შემთხვევაში“, - წერია ორგანიზაციის კვლევაში.

მათივე ცნობით, ჩხოროწყუს მერიამ 64,350 ლარი 2024 წლის 7 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სრულად გადარიცხა, სახ. შესყიდვების ვებ-გვერდზე კი ამ დრომდე არ არის ატვირთული მიღება ჩაბარების დოკუმენტაცია. „ფლანგვის დეტექტორში“ ვარაუდობენ, რომ სანქცირებული „კამაზის“ თვითმცლელი მანქანა მუნიციპალიტეტს უკვე ემსახურება.

ორგანიზაციის მკვლევრების განმარტებით, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს რუსული სანქცირებული „KAMAZ“-ის შესყიდვა სურდა. 


ფოტო: ფლანგვის დეტექტორი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.