გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 12 ივლისამდე,მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდში და მარტვილში +34, +36, ანაკლიასა და ფოთში კი +29,+31 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში მცირე წვიმას ვარაუდობენ, რეგიონში დღის მანძილზე +28, +30 გრადუსს პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები