“აფხაზეთის ბანკმა” ახალი სამახსოვრო ბანკნოტები გამოუშვა. 10 აფსარის ნომინალის ბანკნოტი „ლეოპრადი“, 500 ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით, ხოლო 100 აფსარის ნომინალის ბანკნოტი „კავკასიური კეთილშობილი ირემი“, 10 ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით დაიბეჭდა.
ამავე ცნობით, ბანკნოტის დიზაინი მხატვარ ბატალ ჯაპუას ეკუთვნის.
"აფხაზეთის ბანკის" მიერ დადგენილი კურსით 1 აფსარი უდრის 10 რუსულ რუბლს, თუმცა მისი რეალური ღირებულება განისაზღვრება ინვესტორული და ნუმიზმატიკური მიზნით.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გადახდის ძირითადი საშუალება რუსული რუბლია. ფულადი ერთეული "აფსარი" 2008 წელს
ჩაეშვა. თავდაპირველად აფსარში მხოლოდ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სამახსოვრო მონეტები იბეჭდებოდა, 2018 წლიდან გამოვიდა სამახსოვრო ბანკნოტებიც.
"კანონის" თანახმად, მონეტები და ბანკნოტები დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე „ნომინალური ღირებულებით არის ლეგალური გადახდის საშუალება, მაგრამ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გადახდის საშუალება საცალო ვაჭრობაში".
2024 წლის თებერვალში სოხუმმა
რუსული რუბლი ოფიციალურ ვალუტად აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები