სოხუმის რაიონის სოფელ ზემო ეშერაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, შემთხვევა, 7 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა, Nissan Tiana - ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, შემხვედრ ზოლზე გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მომავალ მანქანას შეეჯახა. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული 26 წლის დ. გულიაც, რომელიც დე ფაქტო შსს- ს თანახმად, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები