ახალი ამბები
ზუგდიდის მთავარი შადრევანი, რომელიც რამდენიმე თვეა გამორთულია, მუნიციპალიტეტს ძირითადი ქონების სახით გადაეცა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე შადრევანი, რომელიც რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს, მუნიციპალიტეტს ძირითადი, განუსხვისებელი ქონების სახით გადაეცა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

განკარგულების მიხედვით, საქმე ეხება ამავე ლოკაციაზე არსებულ მიწის ნაკვეთსაც.
რადიო "ათინათი" დაინტერესდა, თუ რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება შადრევანთან დაკავშირებით, ჩაუტარებენ რეაბილიტაციას, თუ მის დემონტაჟს აპირებენ. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ობიექტის მნიშვნელოვანი ნაწილია დაზიანებული და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე მოწყობილი შადრევანი, რამდენიმე თვეა დაზიანებულია და გამორთულია. 2018 წელს მისი იერსახის შეცვლა მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა სცადა და ნაწილობრივ ლურჯად შეღება, თუმცა მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის ისევ მწვანედ გადაღებეს.



ამავე თემაზე:


მერიაში არ ამბობენ, რამდენ ხანს იქნება გაუმართავი შადრევანი მთავარ მოედანზე

ზუგდიდის მთავარი შადრევანი დაზიანების გამო ათ დღეზე მეტია გამორთულია

მერია: ცისფრად შადრევანი საცდელად შევღებეთ

ზუგდიდის მთავარ შადრევანს ცისფრად ღებავენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.