ამ წუთებში ზუგდიდში მათემატიკის გამოცდას 240 აბიტურიენტი წერს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მიმდინარე წლის გამოცდები მათემატიკით გრძელდება. ის დღეს ორ სესიად
წარიმართება.
ზუგდიდში, მე-4 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში, ახლა გამოცდებს 240 აბიტურიენტი აბარებს, რეგისტრაცია კი გაიარა - 294-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე არ გამოცხადდა 54.
naec-ის ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი ნანი კოკელაძე ამბობს, რომ რეგისტრირებულები ადგილზე მითითებულ დროს მივიდნენ და ამჟამად, პროცესი სტაბილურ გარემოში გრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, მისამართსა და გამოცხადების დროს. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები