გალში „მთავარი შესასვლელი თაღის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც „რაიონის სიმბოლო და ახალი ღირშესანიშნაობა“ გახდება, ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, სტელა, რომელიც მანამდე იდგა შესასვლელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა.
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ
დაურ კოვემ განაცხადა, რომ ობიექტი ახალი ტურისტული მარშრუტის ნაწილი იქნება და „სხვა რეგიონებიდან“ ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
ამავე ცნობით, 7,8 მეტრის სიმაღლის თაღზე გერბს და აფხაზურენოვან მისალმებას დაამონტაჟებენ. „აფსნიპრესის“ თანახმად, სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვესთვის დასრულდება.
მანამდე აფხაზური მედია იტყობინებოდა, რომ რუსი ტურისტების მარშრუტში გალი და ენგურჰესი
ჩართეს.
ამავე თემაზე:გალში "ლას ვეგასის" მსგავსი სათამაშო ზონის შექმნის ინიციატივას განიხილავენ - მედია
მასალის გამოყენების პირობები