2023 წელს სამეგრელო - ზემო სვანეთში თევზის წარმოება შემცირდა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს აკვაკულტურის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წელს ქვეყანაში თევზის წარმოება შემცირდა, განსაკუთრებით კი სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში.
სააგენტოს ცნობით, 2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 62.4 ტონა აწარმოვეს, 2022 წელს კი 168.1 ტონა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში 2 469.5 ტონა თევზი აწარმოვეს, რაც, დაახლოებით, 2022 წელს წარმოებულ 2 791.7 ტონა თევზზე 322 ტონით ნაკლებია.
მასალის გამოყენების პირობები