სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯები 101 700 000
ლარს შეადგენდა. აღნიშნული რიცხვი 8 700 000-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.
სტატისტიკაში მითითებულ ციფრებზე დაყრდნობით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ხარჯები მზარდი იყო, განსაკუთრებით კი 2021 წლიდან. გრაფიკზე ის შემდეგნაირად ნაწილდება:
2019წ - 67.2 მლნ
2020წ - 67.8 მლნ
2021წ - 78.8 მლნ
2022წ - 93 მლნ
2023წ - 101.7 მლნ
რაც შეეხება კონკრეტულ სამომხმარებლო პროდუქტებს, როგორც ჩანს ხარჯების ყველაზე დიდი წილი, 39.6 მილიონი - სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე მოდის; 9.3 მლნ -ჯანდაცვაზე; 8.6 მლნ - საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე; ტრანსპორტზე - 7.6 მლნ; ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 4 მლნ; საოჯახო მოხმარების საქონელზე კი - 4.8 მლნ.
მონაცემებიდან ირკვევა, რომ მოსახლეობამ განათლების სფეროში ყველაზე ნაკლები, 1.2 მილიონი ლარი დახარჯა. სხვა სახის სამომხმარებლო და არაფულადი გასავალი 26.4 მილიონს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები