13 ივლის მესტიაში, უღვირის ტბის მიმდებარედ მთის დღეები ჩატარდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საფესტივალო ტერიტორიაზე მოეწყო ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები.
ფესტივალის ფარგლებში ცნობილმა შეფ - მზარეულებმა სტუმრებისთვის სვანური კერძები მოამზადეს და ჩაატარეს მასტერკლასი, სადაც კერძების დეგუსტაცია ყველა მსურველს შეეძლო.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“.
"მთის დღეების" მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ანსამბლები და შემსრულებლები, მათ შორის ,, რეზო და ბავშვები, ანსამბლი ,,რიჰო’’ და შვიდკაცა.
ფესტივალი "მთის დღეები", რომელიც წელს მესამედ გაიმართა მთავრობის ადმინისტაციის ორგანიზებით ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები