საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფოსტა ავრცელებს.
,,მიმდინარე წლის 11 ივლისს, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეწვია ენგურჰესს, სადაც მას უმასპინძლა ატრაქციის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. ატრაქციის დათვალიერების შემდეგ, ლევან ჩიკვაიძემ, სიმბოლური საჩუქარი, საფოსტო მარკა, გადასცა მასპინძელ მხარეს’’, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციით, მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 50.000 ერთეული.
ცნობისთვის, საფოსტო მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე.
მასალის გამოყენების პირობები