ისტორიის გამოცდის პირველ და მეორე სესიებზე 90 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 389
აბიტურიენტიდან 354 ადგილზე მითითებულ დროს მივიდა. დილით იყო დაგვიანების ერთი შემთხვევაც.
"აბიტურიენტმა 3-4 წუთი გადააცილა დროს და იგი არ დაიშვა გამოცდებზე", - განმარტავენ naec-ში.
რაც შეეხება მეორე სესიას, შუადღეს რეგისტრირებული 375 აბიტურიენტიდან, ამ წუთებში გამოცდას 320 წერს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, მისამართსა და გამოცხადების დროს.
მასალის გამოყენების პირობები