2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 15 000-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი იყო - სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2023 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 15 300 უმუშევარი ჰყავდა.
აღნიშნული რიცხვი 1 300-ით აღემატება 2022 წლის მონაცემს.
საქსტატის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უმუშევრობის დონე 12.2%-ს, სამუშაო ძალა კი 49.5%-ს შეადგენდა.
მათივე ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობა 109 700-ს გაუტოლდა. აქედან, 66 900 დაქირავებული, ხოლო 42 700 თვითდასაქმებული იყო. მისი პროცენტული მაჩვენებელი კი 43.5%-ია.
მასალის გამოყენების პირობები