ახალი ამბები
გალის რაიონში ნაგავსაყრელი იწვოდა
გალის რაიონში, მზიურის თემის სოფელ შაშიკვარასთან, რამდენიმე დღეა, ნაგავსაყრელი იწვის. ამის შესახებ გალის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დიმიტრი ადლეიბამ განუცხადა „აფსნიპრესს“.

მისივე ცნობით, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრისგან წამოსული შავი გამონაბოლქვი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობამდეც აღწევდა.

ადლეიბას თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, დარჩენილია მხოლოდ მცირე კერები, რომელთა ლიკვიდაციაში, სოხუმის და გალის მეხანძრეები არიან ჩართულები.

„ხანძარი გამოწვეულია ცხელი, მშრალი ამინდით, ამასთან ერთად, გაფუჭებულია სოხუმის ადმინისტრაციის მიერ ამ ნარჩენების დასამარხად გამოყოფილი ტექნიკა. ნაგავსაყრელს ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გაუჩნდა ხანძარი, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძალებით ვაქრობდით მათ“, - განაცხადა მან.

„მადლობა ღმერთს, ქარმა ქალაქისკენ არ დაუბერა, შესაბამისად, დაკვამლიანებისგან სერიოზული ზიანი არ ყოფილა“, - დასძინა ადლეიბამ.

გამოცემის ცნობით, ხანძარი, დაახლოებით, ერთი ჰექტარზე იყო მოდებული, თუმცა „ნაგავსაყრელის ფართობი ძალიან დიდია და ძნელად მისადგომი შესაბამისი ტექნიკისთვის“.

აფხაზური მედიის თანახმად, 2019 წელს სოხუმსა და გალის რაიონს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგად, ნარჩენები სოხუმიდან გალის პოლიგონზე გაიტანეს.  



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.