მესტიის სოფელ იფარში 995 675 ლარის ღირებულების საბავშვო ბაღი აშენდება
მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის ტერიტორიულ ერთეულში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
995 675 ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ვებ გვერდზე უკვე გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება და მისი ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 120 134 ლარისა.
ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სხვადასხვა სამუშაოები უნდა შეასრულოს, მათ შორის ბაღის თუნუქით გადახურვა, ხის მოპირკეთება, ხისა და კვადრატული ლითონის ღობის მოწყობა, ჟალუზების მშენებლობა, მეტალო-პლასტმასის ფანჯრების ჩასმა.
პრეტენდენტებისთვის წინადადებების მიღება 26-დან 31 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში დაასრულოს მშენებლობა.
მასალის გამოყენების პირობები