მომდევნო დღეებში ზუგდიდში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება
21 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის
შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო წერს.
მათი ინფორმაციით, არამდგრადი ამინდის ფონზე, ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა +32, +34, ანაკლიასა და ფოთში კი +27, +29 გრადუსი იქნება.
ზემო სვანეთში, მესტიაში ტემპერატურა +30, +32 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები