განმუხურში, მდინარე ენგურში ძებნა-შველის ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ
ინფორმაცია რადიო
"ათინათს" განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლია ახალაიამ დაუდასტურა.
მისივე თქმით, ცხედარი უკვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შეგახსენებთ, არსებული ცნობით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა.
18 ივლისს კი დღის მეორე ნახევარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მისი დაკარგვის შესახებ განუცხადეს, რის შემდეგაც მისი ძებნის სამუშაოები დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები