ამ წუთებში ზუგდიდში 160 აბიტურიენტი ბიოლოგიის გამოცდას აბარებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში ბიოლოგიის გამოცდაზე რეგისტრირებული 196 აბიტურიენტიდან,
ამ წუთებში გამოცდებს 160 წერს.
მათივე ცნობით, გამოცდაზე არ გამოცხადდა 36 აბიტურიენტი.
"არ ყოფილა დაგვიანების არცერთი შემთხვევა, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს პროცესი", - აღნიშნა ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანი კოკელაძემ.
ინფორმაციისთვის, 23 ივლისს, აბიტურიენტები გამოცდას სამოქალაქო განათლების საგანში ჩააბარებენ.
მასალის გამოყენების პირობები